Sunday, February 15, 2015

დღე 3

მეტად საინტერესო იყო დღევანდელი დღე, განვიხილეთ მიმართულების მიმცემი შეკითხვები. ვისაუბრეთ-ზოგად, თემატურსა და შინაარსობრივ შეკითხვებზე.
ზოგადმა კითხვამ, თუ  რატომ გვჭირდება სხვა ადამიანები გამახსენა ჩემი ლექი სიყვარულზე:
                         ამ სიყვარულის საოცრებას ვერვინ გაიგებს,
                         გატეხილ ღამის ფიქრებს მარტო მთვარე გაიგებს,
                         სიყვარულია გულის ძგერა, სულის ლამპარი,
                         სიყვარულია უკვდავება, ღვთის შესადარი!
                         სიყვარულია  ფიქრი სულის თავს მოხვეული,
                         ვაზის ლერწამი მყარ ჭიბოზე შემოხვეული,
                         ყურძნის მტევანზე მოციმციმე ნამი ციური,
                         სითბო, სიკეთე, სათნოება ამქვეყნიური!

2 comments:

  1. ძალიან ლამაზი ლექსია...წარმატებები...

    ReplyDelete
  2. ძალიან კარგია ნანა და კიდევ თუ გაგვიზიარებ შენს ლექსებს დიდი სიამოვნებით მოგისმენთ

    ReplyDelete